დე ლიხტი ოქროსია

იტალიური ტუტოსპორტ–ის ცნობით, აიაქსის მცველმა მატეის დე ლიხტმა Golden Boy მოიგო. ეს პრიზი ყოველი წლის ბოლოს გადაეცემა საუკეთესო ფეხბურთელს, რომელსაც 21 წელი არ შესრულებია.

ჰოლანდიელმა გამოკითხვაში გაუსწრო ლივერპულის მცველ ტრენტ ალექსანდრ–არნოლდს,   მილანის ფორვარდ პატრიკ კუტრონეს, რომას ფორვარდ ჯასტინ კლუივერტსა და რეალის თავდამსხმელ ვინიციუს ჟუნიორს.

 

19 წლის დე ლიხტს მართლაც საოცარი წელიწადი ჰქონდა. ნაკრებშიც მშვენიერი დაცვის წყვილი შექმნა ვირჯილ ვან დეიკთან ერთად. დე ლიხტი უკვე აიაქსის კაპიტანია...




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.