პსჟ ისევ მანჩესტერს დატრიალებს

პარიზელებს მანჩესტერიდან მხოლოდ დე ხეას გადაბირება როდი სურთ

არახალია, რომ ერიკ ბაილი მანჩესტერის წამსვლელთა სიაშია და მალე გუნდს დატოვებს. ცენტრალური მცველი იუნაიტედს 2016 წლის ზაფხულში, ვილიარეალიდან შეუერთდა, თუმცა ამ დრომდე ტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზები გამო, პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა.

ახლახანს ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ მე-3 ნომრით პსჟ არის დაინტერესებული. ტუხელის გუნდს ზამთარში დაცვის გაძლიერება სურს, იუნაიტედის უკანახაზელი კი ფრანგებს ამისთვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ. გეტყვით იმასაც, რომ პარიზელთა გარდა ბაილის გადაბირება მილანის მესვეურებსაც უნდათ. ცნობისთვის, ლიგა 1-ის ჩემპიონებს, წითელი ეშმაკებიდან დავიდ დე ხეას შეძენაც აქვთ მოწადინებული

29 წლის ფეხბურთელი ერთადერთი მცველია არაა, რომელიც მანჩესტერს დატოვებს. მოურინიოს მარკოს როხოსა და ფილ ჯონსის გაშვებაც აქვს გადაწყვეტილი.