იკარდის დროს და ფულს გაუზრდიან

ინტერმა თავისი მაინც გაიტანა

მილანის ინტერი მაურო იკარდისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Sky Sport Italia-ს ცნობით, არგენტინელი ფორვარდი ნერაძურიში 2023 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

 

იტალიელები მე-9 ნომერთან მოლაპარაკებებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ და როგორც ჩანს მიზანს მიაღწიეს. აქვე გეტყვით, რომ მილანელთა კაპიტნის გადაბირება არაერთ გუნდს სურს. იკარდის შეძენა რეალის, მანჩესტერის და პსჟ-ს მესვეურებს უნდათ.

 

25 წლის ფეხბურთელი ინტერში 2013 წლის ზაფხულში, სამპდორიადან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღეს იგი მილანელთა კაპიტანია. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 19 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.