უთავო მხედარი

თუ ეს რამეს შეცვლის, ბასკონიამ 82:97 წააგო.

მაინ რიდის ბესტსელერის პერსონაჟი ბასკონია იყო. თუ იქ, პრერიაში მოკლული ჰენრი პოინდექსტერი ბოროტმა კოლჰაუნმა იმსხვერპლა, აქ, ესპანეთის ჩემპიონაში მკვლელობა გუნდური იყო.

ბასკონია, რომელიც მიმდინარე სეზონში მაგარი არასტაბილურია, ანდორას სიღრმემ, გუნდურმა სტამინამ მოკლ. და, როგორც ის უსულო სხეული, რომელიც უნაგირზე გამობმული ჭრიდა თვალს, ბასკონიაც შესამჩნევი და უსულო იყო.

თორნიკესთვის უკეთესი, მეტი გვინდა.

მეტი, ვიდრე ეს გუნდი, რომელიც ცდილობს მოგებას და მაგრად წვალობს.

რომელიც ცდილობს რეალს და ბარსელონას არ ჩამორჩეს და შანსი არ აქვს.

რომელიც ძალიან კარგი და არასაკმარისად კარგია.

რომელიც უგებს ცსკას და აგებს ანდორასთან.

რომელსაც ჰყავს თოკო, რომელმაც აქ, ანდორასთან კარგად ვერ ითამაშა.

ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდია.

 

თუ ეს რამეს შეცვლის, ბასკონიამ 82:97 წააგო.

მომავალ შეხვედრამდე.