ქართველების სამი მედალი მოსკოვში

ქართველმა მოჭიდავეებმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

29 ნოემბერს მოსკოვში თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. აღნიშნული ტურნირი უცნაური ფორმატით წარიმართა - ფინალში გასული მსოფლიოს ნაკრები რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა.

 

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლადო ხინჩეგაშვილმა, 65კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გვინეელი მოჭიდავე, კუმბა მბუნდე ანგარიშით 5:2 დაამარცხა და დამსახურებულ ვერცხლს დაეუფლა. სამწუხაროდ, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე ფინალურ ორთაბრძოლებში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

 

74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კენჭაძემ ფინალი ტიმურ ბიჟოევთან ანგარიშით 1:2 დათმო, ხოლო ოდიკაძემ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, ბილიალ მახოვთან ანგარიშით 0:2 წააგო.

 

გუნდური ჩათვლის ფინალურ შეხვედრაში რუსეთის გუნდმა მსოფლიოს ნაკრები ანგარიშით 11:1 დაამარცხა.