ოვი!

ჰოკეის ლებრონი.

ალექსანდრ ოვეჩკინი უეინ გრეცკის რეკორდზე მიდის. რუს მანიაკს ამ ეტაპზე 678 გატანილი შაიბა აქვს და დიდ 99 ნომრამდე ჯერ ბევრი კილომეტრია დასაფარი. უეინმა კარიერა 894 ჩხვლეტით დახურა.

მანამდე, ოვი და ვაშინგტონი რეგულარულში დომინირებენ და ოვეჩკინმა პროცესში, კიდევ რამდენიმე ჰაილაითი აიღო.

დეტროიტთან (5:2) ოვეჩკინმა სამი შაიბა გაიტანა. ჰეთ-ტრიკი. კიდევ ერთი. ოვიმ 4 (3+1) ქულა აკრიფა და მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა. მეორე და მესამე შაიბები ალექსმა ცარიელ კარში გაიტანა.

ამ სეზონში ოვი გატანილი შაიბებით მეორეზეა - პირველზე ბოსტონის დავიდ პასტრნიაკი ისვენებს (24). და, ოვი ამას 34 წლის ასაკში აკეთებს!

ჰოკეის ლებრონი.

პასტრნიაკი (და - ბოსტონიც) ძალიან კარგ ფორმაშია და ოვის წელს სერიოზული კონკურენტი ჰყავს. და, როგორც ადრე, რუსი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის.

ყველა დროის სნაიპერებში ოვი მალე ლეგენდარულ ტეემუ სელიანეს (687) გადაასწრებს და მე-11 ადგილზე დაჯდება.

ვაშინგტონის კაპიტანს კარიერაში უკვე 1 242 ქულა აქვს. მეხუთე შედეგი ევროპელებში. ოვიმ გაასწრო პეტერ სჩასტნის (1 239) და კარიერის ბოლომდე მიხედავს მათს სუნდინს (1 349), იარი კურის (1 398) და სელიანეს (1 457). იარომირ იაგრის შედეგი (1 9121) დარჩება.

ვაშინგტონი რეგულარულის ლიდერია და ოვი - ამ ჯაგერნაუტის გული.

ლეგენდა.