ხერხი

ჰარდენი და იანის ანტეტოკუმპო ამ სეზონშიც შეასკდებიან ერთმანეთს.

ჯეიმს ჰარდენმა ატლანტასთან 3 მეოთხედში 61 ქულა აიღო. 3 მეოთხედში!

61!

ჯეიმსის არარეალური სეზონი გრძელდება. და, ჰარდენს ვერც ცელქი რასელ უესთბრუქი უშლის ხელს. რასმა ამჯერად, 158:111 მოგებულ გასაუბრებაში 15+8+8 დასვა. და, სამმაგი დუბლების კოლექციონერი ბედნიერი იყო.

ჯეიმსმა 60 და მეტი ქულა კარიერაში მეოთხედ დააგროვა. კლასიკა.

ჯეიმსამდე ოთხი (და - მეტი) 60-ქულიანი ნაპალმი ააფეთქეს უილტ ჩემბერლენმა, კობი ბრაიანტმა და მაიკლ ჯორდანმა. მშვენიერი კომპანია.

ჰარდენი: „როდესაც ჩემი კარიერა დაიხურება, დიდი პატივი იქნება ამ ლეგენდებთან ერთად მოხსენიება. ჯერ შორს ვარ, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.“

და, ჯეიმსი მაგარი სვლით უახლოვდება ამ ტერიტორიას.

24/16 თამაშიდან, 14/8 სამიანი და ჰარდენმა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა სროლით დაირტყა 60 ქულა. რეკორდი კარლ მელოუნს ეკუთვნოდა (26/21). ჯეიმსმა კიდევ ერთი ლეგენდა დაამტვრია. ჯეიმსი ბევრ ლეგენდას გადაუჯოკრავს.

თამაში პირველ ტაიმში მოკვდა. ჰარდენი დომინირებდა, ჰიუსტონი მას ხელს ვერ უშლიდა, ატლანტა მას ხელს არ უშლიდა და ჯეიმსმა მოსაგები მოიგო.

ჰარდენი და იანის ანტეტოკუმპო ამ სეზონშიც შეასკდებიან ერთმანეთს.

ვინ გახდება MVP?