მიხაილოვიჩი – 3 მილიონი ევრო 8 დღეში...

სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონის სპორტინგისგან 3 მილიონ ევროს მიიღებს. იმ სპორტინგში, სადაც მხოლოდ 8 დღე იმუშავა...

ეს მოხდა 2018 წლის ზაფხულში. სპორტინგმა 18 ივნისს სერბი მწვრთნელი მიიწვია და კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო 26 ივნისს გაათავისუფლა. საქმე ისაა, რომ კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა და მათ მიხაილოვიჩთან მუშაობა არ ისურვეს. ხელმძღვანელობამ კომპენსაციის სახით მაშინვე 300 ათასი ევრო შესთავაზა სინიშას, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ – მწვრთნელმა იუარა.  

 

მიხაილოვიჩმა ლოზანის არბიტრაჟში მიიტანა საქმე, იქ კი დაადგინეს, რომ სპორტინგმა 3 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს სერბს, რომელიც, გეცოდინებათ, ლეიკემიას ებრძვის.

 

სინიშამ 20 იანვარს დატოვა საავადმყოფო, 21–ში კი ბოლონიაში ვარჯიში ჩაატარა. მწვრთნელმა მკურნალობის მესამე კურსი გაიარა...