მოურინიო: გულშემატკივრებს ბევრ მიზეზს მივცემ, რომ შემიყვარონ

3-დან 3

ჟოზე მოურინიოს აზრით, ტოტენჰემის გულშემატკივრებს ის არ უყვართ, თუმცა ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს. პორტუგალიელს იმედი აქვს, რომ წარმატებასთან ერთად ეს ყველაფერი შეიცვლება. ის უკვე 3 თამაშია სპურსის მთავარი მწვრთნელია და აქედან ყველა შეხვედრა მოიგო

 

„გულშემატკივრებს კლუბი უყვართ. არასდროს მითქვამს რომ მათ მე ვუყვარვარ ან უნდა ვუყვარდე. ამ ხალხმა როგორც პროფესიონალი ისე მიმიღო, კაცი, რომელიც კლუბის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ქომაგებს მომავალში ბევრ მიზეზს მივცემ, რათა სიყვარული დავიმსახურო,“ - თქვა მოურინიომ