რუბრიკაში ერთი მატჩის ისტორია დღეს 1979 წლის საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალურ მატჩს გავიხსენებთ.

თბილისის დინამომ მოსკოველ თანაკლუბელებს, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის ტრადიციულად ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, მოსკოვში 11 მეტრიანების სერიაში აჯობა. მატჩის გმირი ოთარ გაბელია გახდა, რომელმაც 3 პენალტის მოგერიება შეძლო და გადამწყვეტი როლი ითამაშა თბილისელთა ტრიუმფში.