მეტრეველი დღემდე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ფინალში იასპარეზა!

ალექსანდრე მეტრეველი ქართული სპორტის ლეგენდაა! ის გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ, საბჭოთა კავშირში კი კონკურენტი, როგორც ასეთი, არ ჰყოლია. მეტრეველი დღემდე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ფინალში იასპარეზა!

განვიცდი თუ არა უიმბლდონის ფინალში მარცხს? რა თქმა უნდა! გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავისრულე“ - ამბობს ალექსანდრე მეტრეველი. ფინალი კი 1973 წელს შედგა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხ იან კოდეშთან წააგო