ერთი მატჩის ისტორია

ბედნიერი 1981 წლის შემდეგ, თბილისის დინამოს ჰქონდა შანსი თასების თასის ფინალში ზედიზედ მეორე გასულიყო და თან ბარსელონას წინააღმდეგ ეთამაშა.

 

1982 წლის აპრილში, დინამო ნახევარფინალში ლიეჟის სტანდარდს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიური გუნდი ხელწამოსაკრავი  ნამდვილად არ იყო, მაშინდელი დინამოსთვის და თასების თასის მოქმედი გამარჯვებულისთვის თითქოს გადაულახავ ბარიერად არ მიიჩნეოდა. გულშემატკივარიც იმედიანად იყო განწყობილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სტანდარტთან ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიით 0:1 წააგო.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“, იმ დაპირისპირების დეტალებს დინამოს მაშინდელი ახალგაზრდა შემტევი გრიგოლ ცაავა იხსენებს.