2006 წელს, პრემიერლიგაში, იმ დროს საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრი ზურაბ ხინაშვილი თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც. ის ბლექბერნის ღირსებას იცავდა, რომელიც ახლა კი დაქვეითებულია, მაგრამ მაშინ პრემიერლიგაში საშუალო კალიბრის გუნდად მიიჩნეოდა და კერკეტი კაკალი იყო, რომელსაც გრანდების გამწარებაც შეეძლო.

 

იმ სეზონში ზურაბ ხიზანიშვილის ბლექბერნი მე-6 ადგილზე გავიდა და ევროსარბიელის საგზური მოიპოვა, რაშიც ქართველი ფეხბურთელის როლის მნიშვნელოვანი იყო.

 

რაც შეეხება დღევანდელ „ერთი მატჩის ისტორიას“, ხიზანიშვილის პრემიერლიგულ გოლზე გვინდა აქცენტი გავაკეთოთ, რომელიც მან მანჩესტერ სიტის გაუტანა, რომლის კარსაც ინგლისის ნაკრების მეკარე დევიდ ჯეიმსი იცავდა. ბლექბერნმა ის მატჩი 2:0 მოიგო, ხოლო ხიზანამ ანგარიში გახსნა.

 

დანარჩენს, თავად ზურაბ ხიზანიშვილი მოგიყვებათ.