ერთი მატჩის ისტორია

2004 წელს, ქართულმა გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გააღწია. მაშინ ეს თბილისის დინამომ შეძლო.

 

7 წლის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს ჰქონდა შანსი ეს მეორედ გაეკეთებინა, მაგრამ ბელგიურ ბრიუგესთან მოეცარათ ხელი. მაშინ, ზესტაფონი ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა და ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, სადაც პირველ  წრეში  მოლდოვური  „დაჩია“  გამოაგდო, ხოლო შემდეგ ავსტრიულ შტურმთან დამარცხდა და ევროპის ლიგის პლეიოფში გადავიდა.

 

ბრიუგე მარტივი მეტოქე არასდროს არავისთვის ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად ზესტაფონმა ბოლომდე იბრძოლა და რომ არა მატჩის არბიტრის რამდენიმე უხეში შეცდომა თბილისურ მატჩს აუცილებლად მოიგებდა. საბოლოოდ ის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. დუბლი ნიკა გელაშვილმა მიითვალა, ხოლო ერთი გოლით ჯაბა დვალი გამოირჩა. განმეორებით დაპირისპირებაში კი მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ იმ მატჩის პერიპეტიებს თავად ჯაბა დვალი იხსენებს.