ერთი მატჩის ისტორია 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის 2003 წლის მსოფლიო თასი, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა  სადებიუტო გახლდათ.

 

ბორჯღალოსნები გამოუცდელები იყვნენ და რა თქმა უნდა მათგან მწვანე კონტინენტზე განსაკუთრებულ შედეგს არავინ მოითხოვდა. გულშემატკივარი იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ასეთი მაღალი დონის სპორტულ ფორუმზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

 

საქართველოს ნაკრებს მაშინ ფრანგი კლოდ სორელი ავარჯიშებდა, პირველი მატჩი კი მრისხანე ინგლისის ნაკრებთან ჰქონდათ, რომელიც შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფავორიტად ბუნებრივია ინგლისელები მიიჩნეოდნენ და 84:6 მოიგეს. იმ მატჩში ერთი ჯარიმა პალიკო ჯიმშელაძემ გაიტანა.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველ ჯახს სწორედ პალიკო ჯიმშელაძე იხსენებს.