ერთი მატჩის ისტორია

2016 წლის 7 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჯვაროსნებმა იმ დროისთვის მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მათსავე მოედანზე დაამარცხა. ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

 

მართალია, მატჩი ამხანაგური იყო და ესპანეთის ნაკრები კარს მომდგარი კონტინენტის პირველობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამით იმ მოგების დაკნინება ნამდვილად არ შეიძლება. კი, თავის დროზე იყო სტოიჩკოვის ბულგარეთის, შემდეგ შოტლანტიის, რუსეთის, თუნდაც ხორვატიის გუნდებთან  წარმატებები, მაგრამ ასეთი ხმაურიანი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მანამდე აქტივში არ ჰქონია.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“, ესპანეთთან საქართველოს გამარჯვებას ნუკრი რევიშვილი იხსენებს.

 

P.S. მასალაში გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის კადრები.