ერთი მატჩის ისტორია

1995 წლის 29 მარტი. თბილისში იმ დღეს ფეხბურთის გარდა ალბათ არავინ არაფერზე ლაპარაკობდა. ყველას პირზე გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირება ეკერა. ასეთი დონის ტოპ გუნდი საქართველოში ხომ მანამდე არასოდეს ჩამოსულიყო.

 

ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპზე პირველად მონაწილეობდა. ჯგუფში სწორედ გერმანია და იმ დროისთვის მრისხანე ბულგარეთი გვერგო. იყვნენ ასევე უელსი, ალბანეთი და მოლდოვა.

 

გერმანიის ნაკრები ჩაბნელებულ თბილისში კლინსმანით, ბასლერით, როიტერით და მაშინდელი სხვა ვარსკვლავებით ჩამოვიდნენ. დინამოს სტადიონი პირთამდე გაივსო. როგორც იტყვიან ტრიბუნებზე ნემსითს ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვნიდით. გერმანიამ მოგვიგო, ორივე გოლი იურგენ კლისნმანმა გაიტანა.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ იმ მატჩის პერიპეტიებს რევაზ არველაძე იხსენებს.