ერთი მატჩის ისტორია

29 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში, გადაჭედილ დინამოს სტადიონზე თბილისის „იბერია“ (მაშინ დინამოს იბერია ერქვა)  ფოთის „კოლხეთს დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

 

თამაშს წინ უძღოდა საზეიმო გახსნა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევა.

 

მატჩის ერთადერთი გოლი გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში თავით გაიტანა, რომელიც საჯარიმოში ფოთელთა ფორვარდის დავით მახარაძის ჩაწოდებას მოჰყვა.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“, იმ ისტორიული მატჩის  ამბებს თავად დავით მახარაძე იხსენებს.

 

 გამოყენებულია ფრაგმენტები რეჟისორ ალექსანდრე ჟღენტის ფილმიდან „პირველი ეროვნული“ და მასალა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან.