ერთი მატჩის ისტორია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დიდ სპორტულ ფორუმზე ჯერ არასოდეს უთამაშია, მაგრამ ის კი მოუხერხებია, რომ სხვებისთვის გადაუღობავს გზა. ასე მოხდა 2007 წლის ოქტომბერშიც, როდესაც ქართველმა ფეხბურთელებმა შოტლანდიას თბილისში 2:0 მოუგეს და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე არ გაუშვეს.

 

შოტლანდიელები თბილისში ბრექით ჩამოვიდნენ. მათ ჯგუფში მიჯრით 6 მატჩი ჰქონდათ მოგებული და უნდოდათ ბოლო 80 წლის მანძილზე პირველად მოეგოთ ზედიზედ 7 თამაში, მაგრამ თბილისში ფეხი დაუცდათ. იმხანად, შოტლანდიური პრესა წერდა, რომ საქართველოს ნაკრებმა სკოლის მოსწავლეებით მოგვიგოო. მართლაც ასე იყო. საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ძირითად შემადგენლობაში 3 თინეიჯერი დააყენა - მეკარე გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე, რომელმაც სულაც შოტლანდიელებს პირველი გოლი ეფექტური თავური დარტყმით გაუტანა.

 

მეორე გოლი კი დავით სირაძის ანგარიშზე იყო. სწორედ ამ გოლმა დაუსვა წერტილი შოტლანდიელთა იმედებს.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“, ქართველი გულშემატკივრებისთვის იმ სასიამოვნოდ მოსაგონარი მატჩის პერიპეტიებს თავად დავით სირაძე იხსენებს.