ერთი მატჩის ისტორია

 

 

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ინგლისმა უმასპინძლა, სადაც საბჭოთა კავშირის  ნაკრებმა არსებობის მანძილზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სსრკ-ს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და იქ გერმანიასთან წააგო, ხოლო შემდეგ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

 

საბჭოთა კავშირის ნაკრებში მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი თამაშობდნენ.  პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ეუსებიო, ტორესი და კოლუნა ბრწყინავდნენ.

 

 მატჩის დასაწყისში მურთაზ ხურცილავას სიზმარი აუხდა და საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მე-12 წუთზე ეუსებიომ პენალტიდან აიღო ლევ იაშინის კარი. საბოლოოდ პორტუგალიის ნაკრებმა 2:1 მოიგო. 

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ 1966 წლის მუნდიალის იმ დაპირისპირებას მურთაზ ხურცილავა იხსენებს.