ერთი მატჩის ისტორია

1981 წლის 13 მაისი. ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. დინამო თბილისი ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა.

 

ფინალური შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ დიუსელდორფში შედგა. დინამოს მეტოქე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი საუკეთასო გუნდი იენის კარლ ცაისი გახლდათ.

 

შეხვედრის პირველი ბურთი გერმანელებმა გაიტანეს. მატჩის 63-ე წუთზე ჰოპემ გოლი უცენზურო ჟესტით აღნიშნა. დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება 4 წუთში ვლადიმერ გუცაევის ზუსტი დარტმის შედეგად შეძლეს. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი ვიტალი დარასელიამ დინამოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა 2:1.