ავსტრალია 2027 – თითქმის გადაწყვეტილია

19:41 / 25 ნოე 2021
ავსტრალია 2027 – თითქმის გადაწყვეტილია

მსოფლიო რაგბის საბჭომ ახლახან გამოაცხადა, რომ ავსტრალია 2027 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობის ყველაზე სასურველი კანდიდატია. ეს კი, ფაქტობრივად, გარანტიაა იმისა, რომ მაისში მწვანე კონტინენტს ოფიციალურად მისცემენ უფლებას მსოფლოს თასს 2027 წელს უმასპინძლოს. ავსტრალიაში მსოფლიოს თასი 2003 წელს ჩატარდა. მაშინ ვოლაბები ფინალში ინგლისის ნაკრებთან დამარცხდნენ. პომები ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელიც ვებ ელისის თასის მფლობელი გახდა.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2031 წლის მსოფლიოს თასს ამერიკის შეერთებული შტატები უმსპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ოვალური თამაშის უდიდესი ფორუმი ჩრდილეოთ ამერიკას ეწვევა.

ამასთან ერთად, გაცხადდა, რომ ქალთა შორის 2025 წლის მსოფლიოს თასს, სავარაუდოდ, ინგლისი უმასპინძლებს. ახლა, ინგლისსა და ვასტრალიას ისღა დარჩენიათ, რომ დოკუმენტაცია დახვეწონ და თავიანთი პროექტები მაქსიმალურად თვალნათლივ წარმოაჩინონ, რათა კარგად დაწყებული პროცესი ბოლომდე წარმატებულად მიიყვანონ.