ავსტრალია დევისის თასის 1/2 ფინალშია

ავსტრალია დევისის თასის 1/2 ფინალშია

ესპანეთის ქალაქ მალაგაში სტარტი აიღო დევისის თასის საპლეიოფო სტადიამ.

პირველ 1/4 ფინალში ერთმანეთს არგენტინის და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

null

ჯორდან ტომფსონმა ტალონ გრიკსპურთან დაპირისპირება არცთუისე კარგად დაიწყო და პირველი სეტი 4:6 წააგო, თუმცა დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო ორი პარტია 7:5 6:3 მოიგო.

შეხვედრაში გადამწყვეტი ავსტრალიელის კარგი ჩაწოდება აღმოჩნდა – ჯორდანმა 16 ეისი “გაისროლა”.

მეორე მატჩში ალექს დე მინორი ბოტიკ ვან დე ზანშულპს ეთამაშებოდა. მატჩის ფავორიტად არგენტინელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუმცა ნიდერლანდელმა სპორტსმენმა პირველი სეტის მოგება მოახერხა – 5-5-ზე ზედიზედ 2 გეიმი “წაიღო” და მასთან ერთად სეტიც 7:5.

მეორე პარტიის სტარტზე დე მინორმა სასტარტო გეიმშივე შეასრულა ბრეიკი და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი 6:3.

null

გადამწყვეტ, მესამე სეტში “ნერვების ომი” წავიდა – ორივე ჩოგბურთელი გაჭირვებით ინარჩუნებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 4-4-ზე ტალონი ფარულ მატჩპოინტამდე მივიდა, თუმცა ამ შანსის რეალიზება ვერ შეძლო.

ვერ გამოყენებული შანსის გამო გრიკსპური დაისაჯა – ალექს დე მინორმა ჯერ მეცხრე გეიმი მოიგო, მეათეში მშრალი ანგარიშით შეასრულა ბრეიკი და არგენტინას 1/2 ფინალის საგზური მოუპოვა – 5:7 6:3 6:4.

არგენტინამ ნიდერლანდებს 1/4 ფინალური სერია 2:0 მოუგო და აღარ გახდა საჭირო წყვილთა თანრიგის მატჩის გამართვა.

ტურნირის ნახევარფინალში არგენტინა ესპანეთ/ხორვატიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.