ბაიერნს ოქროს ბიჭი უნდა

15:06 / 5 ივლ 2022
ბაიერნს ოქროს ბიჭი უნდა

მიუნხენის ბაიერნი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას აპირებს. ჟურნალისტი ფლორიან პეტენბერგის ცნობით, გერმანელებს იუვენტუსის მცველის მატიას დე ლიხტის დამატება სურთ. აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერებში თამაშით თავად ნიდერლანდელიც არის დაინტერესებული, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. მიუნხენელებს 22 წლის მცველის შესაძენად წესით 80 მილიონი ევრო დასჭირდებათ.

დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ფეხბურთელზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო მოლოდინი ბოლომდე ჯერ ვერ გაამართლა. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი 2019 წელს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, რომელიც Golden Boy-ს სახელით არის ცნობილი.

რაც შეეხება ბაიერნს, გერმანულმა გრანდმა ბუნდესლიგა ზედიზედ მეათედ მოიგო. 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში, ბაიერნი ბუნდესლიგაში აინტრახტს შეხვდება.