ბარბაროსებმა ორი ქართველის დახმარებით ინგლისს სძლიეს

20:20 / 19 ივნ 2022
ბარბაროსებმა ორი ქართველის დახმარებით ინგლისს სძლიეს

ლონდონში, თვიქნემზე ბარბაროსებმა ინგლისის ნაკრები 52:21 დაამარცხა. ბარბაროსების შემადგენლობაში, რომელიც არაოფიციალური მსოფლიოს ნაკრებია ქართველმა მორაგბეება დავით ნინიაშვილმა და ბექა გიგაშვილმა იასპარეზეს.

გიგაშვილი როგორც სტატიკაში, ისე ღია თამაშში შესანიშნავად გაისარჯა და 53-ე წუთზე შეცვალეს. ნინიაშვილმა კი, თავიდან ბოლომდე ითამაშა და ბარბაროსების მიერ გატანილ ორ ლელოში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ განზრახ უხეშობისთვის არბიტრმა ბარბაროსებში მოთამაშე ავსტრალიელი ვილ სკელტონი წითელი ბარათით გააძევა და გუნდს 43 წუთი კაცნაკლულმა მოუწია თამაშმა.