ბასილაშვილის გზა ინდიან უელსის მასტერსზე

ბასილაშვილის გზა ინდიან უელსის მასტერსზე

ხვალ, სტარტს აიღებს ATP-ის საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი.

ინდიან უელსის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი ყველაზე პრესტიჟულია თავის კატეგორიაში და აქ ტრადიციულად უძლიერესი შემადგენლობა იყრის ხოლმე თავს.

null

სამწუხაროდ, წლევანდელ მასტერსზე ისევ ვერ ითამაშებს ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბ ჩოგბურთელს კოვიდ აცრა  არ გაუკეთებია, რის გამოც მისი შეშვება ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე აკრძალულია.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ოფიციალურად მოეხსნა ტურნირს, მის ნაცვლად კი ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.

ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგის 118-ე ჩოგანია და ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევდა, თუმცა ნიკას გაუმართლა და ზედმეტი წვალების გარეშე პირველი წრიდან დაიწყებს თამაშს.

ინდიან უელსის საწყის ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე – პედრო კაჩინი იქნება. არგენტინელი ამჟამად მსოფლიოს 66-ე ჩოგანია და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული (8 წაგება).

წესით ქართველს არ უნდა გაუჭირდეს ამ ბარიერის გადალახვა, მეორე რაუნდში კი სპორტულ ფორმაში შესული ალექსანდრ ზვერევი გველოდება.

null