ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით გახსნა

ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით გახსნა

საფრანგეთის ქალაქ მეცში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. Moselle Open-ზე მეხუთე ნომრად გახლავთ განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

null

1/16 ფინალში ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 134-ე ჩოგანი ზიზუ ბერგსი გახლდათ. საქართველოს პირველ ჩოგანს ATP TOUR-ზე ზედიზედ 6 მატჩი ქონდა წაგებული, თუმცა ამ შეხვედრის ფავორიტად მაინც მიიჩნეოდა.

შეხვედრა ზიზუს უპირატესობით გაიხსნა – ბელგიელმა პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის დაბრეიკება და მალე 2:0 დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი ცდილობდა უკუბრეიკის შესრულებას, 5 ბრეიკპოინტიც გამოიმუშავა, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.

მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ასეულს მიღმა მყოფმა ჩოგბურთელმა წარმატებით შეინარჩუნა 2 გეიმიანი უპირატესობა და სეტიც მოიგო 6:4.

null

მეორე პარტიის სასტარტო გეიმში ზიზუმ კიდევ ერთხელ დააბრეიკა ბასილაშვილი და ამჯერადაც 2 გეიმიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა. 1:2-ზე ბერგსმმა ხელის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მატჩი ნაადრევად შეეწყვიტა…

ბერგსის ტრავმამ ქართველს გამარჯვება არგუნა. ბასილაშვილი Moselle Open-ის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მუნარ/რინდერკნეხს შორის გამარჯვებული იქნება.