ბილეთების გაყიდვამ 100 პროცენტით მოიმატა

18:00 / 4 აგვ 2022
ბილეთების გაყიდვამ 100 პროცენტით მოიმატა

ინგლისის რაგბის კავშირმა გაავრცელა ონფრომაცია, რომ მას შემდეგ, რაც ძუ ლომებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ინგლისის ქალთა ნაკრების მატჩებზე ბილეთების გაყიდვამ 100 პროცენტით მოიმატა. ქალ ფეხბურთელთა წარმატებამ, ინტერესი ქალ მორაგბეების მიმართაც გაზარდა.

ინგლისის ქალთა ნაკრები, რომელიც 2017 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტია, სექტემბერში შინ ორ მატჩს გამართავს აშშ-სა და უელსის ქალთა ნაკრებებთან. სწორედ ამ თამაშებზე დაფიქსირდა დასასწრები ილეთების გაყიდვის ზრდა.

მერე ინგლისელი ვარდები (ქალთა ნაკრების თიკუნი) ახალ ზელანდიაში გაემგზავრება და მსოფლიოს თასზე იასპარეზებს. ინგლისელები მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე არიან და ბოლო ექვს წელიწადში ოთხჯერ მოიგეს ექვსი ერის გათამაშება. ამდენად, მათ ამბიცია აქვთ ინგლისელ ქალ ფეხბურთელთა ტრიუმფი გაიმეორონ და მსოფლიოს თასი მოიგონ.

ჯგუფურ ტურნირზე ინგლისის ქალთა ნაკრების მეტოქეები ფიჯი, საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა არიან.

Emily Scarratt is one of the crown jewels of the England team looking to regain the Six Nations title