„ბოსტონმა“ ესპანელი ცენტრი დაიმატა

„ბოსტონმა“ ესპანელი ცენტრი დაიმატა

„ბოსტონმა“ და „მემფისმა“ მოთამაშეთა გაცვლა განახორციელეს, რომლის შედეგადაც „სელტიქსმა“ მიიღო ესპანელი ცენტრი ხუან ერნანგომესი (25 წლის, 206 სმ), ხოლო „გრიზლისის“ ღირსებას დაიცვავენ კრის დანი (27 წლის, 191 სმ) და კარსენ ედვარდსი (23 წლის, 180 სმ).

null

შეგახსენებთ, რომ ერნანგომესი 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ხუანჩო 2016 წლის დრაფტზე „დენვერმა“ აირჩია მე-15 ნომრად და „ნაგეთსის“რიგებში 4 სეზონი ითამაშა. ნიკოლა იოკიჩის პროგრესის ფონზე ესპანელ ცენტრს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა და იგი „მინესოტაში“ დაატრეიდეს, სადაც მან გასულ სეზონში 52 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 7.2 ქულა და 3.9 მოხსნა.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ხუანჩოს ნბა-ს მომდევნო სეზონში 6.2 მილიონი დოლარი ეკუთვნის + 800 000 დოლარი ბონუსებით.

null

ედვარდსი 2019 წლის დრაფტზე „ბოსტონმა“ აირჩია და „სელტიქსის“ რიგებში ჯამში 68 მატჩი ჩაატარა. კარსენის მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა – 3.6 ქულა, 1.1 მოხსნა და 0.6 შედეგიანი გადაცემა.

null

კრის დანი 2016 წლის დრაფტზე „მინესოტამ“ მე-5 ნომრად აირჩია, თუმცა 1 სეზონის შემდეგ „ჩიკაგოში“ დაატრეიდა. ახალგაზრდა კალათბურთელმა „ბულზში“ 3 სეზონი გაატარა, რისე შემდეგაც „ატლანტაში“ გაცვალეს.
2021 წლის აგვისტოში მომხდარი სამმაგი ტრეიდის შედეგად დანი „ბოსტონში“ აღმოჩნდა, თუმცა დაახლოებით 1 თვეში „სელტიქსმა“ იგი „მემფისში“ გაუშვა.