“ბრუკლინი” და “მინესოტა” პლეიოფში გავიდნენ

“ბრუკლინი” და “მინესოტა” პლეიოფში გავიდნენ

დღეს, გამთენიისას სტარტი აიღო NBA-ს პლეი ინის მინი ტურნირმა. აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილოსანმა “ბრუკლინმა” საკუთარ მოედანზე 115-108 სძლია “კლივლენდს”, ხოლო დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე გუნდმა “მინესოტამ” 109 – 104 მოუგო “კლიპერსს”. შესაბამისად, “ნეთსიც” და “თიმბერვულვზიც” პლეიოფში ითამაშებენ.

null

“ბრუკლინმა” “კავალიერზთან” მატჩი ფანტასტიკურად დაიწყო – მოედანზე ბრწყინავდა კაირი ირვინგი (34 ქულა, 12 პასი), რომელმაც ზედიზედ 12 სროლა ჩაგდო და საფუძველი დაუდო საკუთარი გუნდის ანგარიშში გაქცევას. “ნეთსი” საწყისი 12 წუთის განმავლობაში 71%-იანი სიზუსტით უტევდა მეტოქის კალათს და პირველი პერიოდი 20 ქულიანი სხვაობით მოიგო 40-20.

ტრადიციულად, შედეგიანად ასპარეზობდა კევინ დურანტი, რომელმაც 25 ქულა, 11 პასი, 5 მოხსნა, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა შეასრულა. დურანტულას და ირვინგის შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე “ნეთსმა” იოლად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და მარტივი გამარჯვებაც იზეიმა 115-108.

“ბრუკლინი” პლეიოფში მეშვიდე ადგილით გავიდა და პირველ ეტაპზე “ბოსტონს” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ “ნეთსმა” სერია 4-1 მოიგო.

დასავლეთ კონფერენციის პლეიო ინში “მინესოტამ” დრამატულ ბრძოლაში აჯობა “კლიპერსს”. მიუხედავად მასპინძელთა ლიდერის – კარლ ენტონი თაუნსის კატასტროფული ასპარეზობისა (11 ქულა 11 სროლის შემდეგ) “თიმბერვულვზმა” დანჯელო რასელის (29 ქულა) და ენტონი ედვარდსის(30 ქულა) ზუსტი სროლების შედეგად მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

მატჩის უკანასკნელ წუთზე, როდესაც მასპინძლები 3 ქულას იგებდნენ, “კლიპერსის” კალათბურთელებმა შეტევასი ორჯერ დაკარგეს ბურთი და ამით ყველანაირი შანსი დაკარგეს შეხვედრის გადარჩენის.

“მინესოტა” 2018 წლის შემდეგ პირველად გავიდა პლეიოფში, სადაც მისი მეტოქე “მემფისი” იქნება.