გაგრაში ფინანსური პრობლემებია – თამაშზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა

15:21 / 22 ნოე 2022
გაგრაში ფინანსური პრობლემებია – თამაშზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა

საფეხბურთო კლუბ გაგრაში ფინანსური პრობლემებია. როგორც გუნდში განგვიცხადეს, რამდენიმე თვეა რაც ხელფასები არ აუღიათ. ასევე გვითხრეს, რომ ფეხბურთელები ვარჯიშზე მოვალოების მოხდის მიზნით მიდიან და სავარჯიშო პროცესი არ მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდი უახლოეს ტურში დინამო ბათუმთან მათი თამაშზე, გასვლა კითხვის ნიშნნის ქვეშ დგას.

ისიც უნდა ითქვას, რომ გაგრამ სატურნირო მხრივ სიტუაცია გამოასწორა. გუნდი გასავარდნ ზონაში იყო, ახლა კი 37 ქულით მე-7 ადგილზეა. გაგრა 35-ე ტურში დინამო ბათუმს უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი დინამო თბილისსთან გაარკვევს ურთიერთობას.