გიორგი ცუცქირიძე სტად ფრანსეში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე მომავალი სეზონიდან ორიაკს დატოვებს და საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე სტად ფრანსეში ითამაშებს. ეს ინფორმაცია ფრანგულმა ვებ გვერდმა www.lamontagne.fr-მა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ცუცქირიძემ ერთ-ერთ უძველეს ფრანგულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ სტად ფრანსეში შერკინების ორი ქართველი ბურჯი გიორგი მელიქიძე და ვასილ კაკოვინი თამაშობენ. პარიზულ გუნდს ახლა 50 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.