გოგა ბითაძემ “ინდიანას” მოაგებინა

გოგა ბითაძემ “ინდიანას” მოაგებინა

ქართველი ცენტრის – გოგა ბითაძის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “ინდიანა პეისერზმა” სტუმრად 121-118 დაამარცხა “ჰიუსტონი” და რეგულარულ სეზონში რიგით 24-ე გამარჯვება იზეიმა. სასტარტო ხუთეულში მყოფი ბითაძე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა – გოგამ 26 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 9 ბურთი ესროლა და 100%-იანი რეალიზაცია ქონდა – ცხრავე ჩააგდო (6-6 ორქულიანი, 3-3 სამქულიანი, 2-4 საჯარიმო).

null

რაც მთავარია, ბითაძე გადამწყვეტ მომენტში იყო ძალიან კარგი – ძირითადი დროის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე ტაირის ჰალიბარტონმა “ინდიანას” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხო შეტევაში ჰიუსტონელმა ჯალენ გრინმა საშუალო დისტანციიდან ისევ აღადგინა 4 ქულიანი ჰანდიკაპი მასპინძლებისთვის. სოწრედ ამ მომენტში მოაწყვეს სტუმრებმა 6:0 გაქცევა, ზედიზედ აღებული 6 ქულიდან 4 გოგას ანგარიშზე იყო – ქართველმა  ორჯერ შეძლო “ენდ ვანის” შესრულება, თუმცა ბონუს საჯარიმოები ვერ გამოყენა. საფინალო სირენამდე 20 წამი რჩებოდა, რა დროის განმავლობაშიც “პეისერზმა” გმირულად გაძლო და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

გოგა ბითაძეს შესანიშნავი მატჩი ქონდა. ძალიან სასიამოვნოა ასეთი გოგას ნახვა, თავდაჯერებული და ერთნაირად კარგად მოთამაშე როგორც შეტევაში ასევე დაცვაში” – განაცხადა მოგებული მატჩის შემდეგ “ინდიანას” მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც იგებ თამაშს, უკანასკნელი 2 თამაში გამოვტოვე ფეხის მცირე ტრავმის გამო და ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასე კარგად რომ დავბრუნებულიყავი. მეოთხე მეოთხედში მე და ჩემმა თანაგუნდელებმა შევძელით “ქამბექის” შესრულება და დამსახურებულად მოვიგეთ ეს მატჩიც.

მიხარია, რომ ჩემი ჩაგდებული ბურთებით მოვიგეთ ბოლოს თამაში. პირველი ენდვანის ეპიზოდში ბონუს საჯარიმო ვერ გამოვიყენე, მეორე ეპიზოდში “ჰიუსტონელებმა” ცუდი გაცვლა გააკეთეს – ჩემ წინააღმდეგ დაბალი მოთამაშე – ჯეილენ გრინი დააყენეს და მე სიმაღლეში ეს უპირატესობა უნდა გამომეყენებინა, რაც შევძელი კიდეც” – განაცხადა ბითაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.