“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” აგრძელებს წარმატებულ სვლას დასავლეთ კონფერენციის ფინალისკენ. ნახევარფინალური სტადიის, სერიის მეოთხე მატჩში “ვორიორზმა” საკუთარ მოედანზე 101-98 სძლია “მემფისს”, 3-1 დაწინაურდა და ერთადერთი გამარჯვება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს.

null

მეოთხე შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – პირადი პრობლემების გამო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ტოვებდა მატჩს, ხოლო სტუმრებს მთავარი ვარსკვლავი – ჯა მორანტი დააკლდათ მუხლის ტრავმის გამო.

“გოლდენ სტეიტმა” მატჩი კატასტროფულად დაიწყო – პერიმეტრიდან სროლებზე აგებულმა გუნდმა ზედიზედ 15 სამქულიანი გააფუჭა და რა გასაკვირია, რომ ანგარიშში ჩამორჩა მეტოქეს. “მემფისის” ტანმაღალი მოთამაშეები(ჯექსონი, ადამსი) იოლად აგროვებდნენ ქულებს სამწამიან ზონაში და უნარჩუნებდნენ “გრიზლის” ლიდერობას.

null

მესამე პერიოდის შემდეგ სტუმრები 69-62 იგებდნენ და თითქოს არ უნდა გასჭირვებოდათ მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა, თუმცა სტეფ კარი “დროულად” ამუშავდა, რომელმაც ზედიზედ 2 სამქულიანი შეტევა განახორციელა და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა.

უკანასკნელ წუთებზე რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი… ძირითადი დროის დასრულებამდე 45.7 წამით ადრე “მემფისი” ერთ ქულას იგებდა, როდესაც სტეფი სამწამიან ზონაშ შეიპარა და 2 საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვა. NBA-ს ყველა დროის საუკეთესო სნაიპერმა ორივე ერთქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს ლიდერობა მოუპოვა 94-93.

null

საპასუხო შეტევაში, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა ახლო დისტანციიდან ვერ ჩააგდო, თუმცა მოხსნაზე იყოჩაღა ბეინმა, რომელმაც ბურთი კალათში ჩააბრუნა – როგორც ვიდეო გამეორებაზე გამოჩნდა ბურთზე ბრძოლისას დეზმონდმა სტეფს ხელი კრა, შესაბამისად “მემფისი” დაჯარიმდა და რადგან მასპინძლები ბონუსში იყვნენ სტეფმა დამატებით 2 საჯარიმოს რეალიზება შეძლო.

“გრიზლისი” ვაბანკზე წამოვიდა – საკმაოდ რთული სიტუაციიდან “ტრიპლ ჯეიმ” ავანტიურული სამქულიანის სროლა სცადა, რომელსაც ზურგიდან დრაიმონდ გრინმა დაუფარა – ბურთი ისევ სტეფ კარის ხელში აღმოჩნდა, მასზე კი ტაქტიკური ჯარიმებაის აღებას რომ აზრი არ აქვს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა – საბოლოოდ 101-98 “გოლდენ სტეიტმა” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა დასავლეთის ფინალისკენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი გახდა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა+5 მოხსნა+8 პასი იყო. 17 ქულა დააგროვა ენდრიუ ვიგინსმა, 14 კლეი ტომფსონმა. ჯამში “სფლეშ ბრაზერსმა” (კარი+ტომფსონი) მეტოქის კალათისკენ 21 სამქულიანი ესროლა, საიდანაც მხოლოდ 4 იყო ზუსტი.

“მემფისის” რიგებიდან გამოირჩა ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი, რომელსაც 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 დაფარება ქონდა. ორმაგი დუბლი შეასრულა სტივენ ადამსმა 10 ქულა+15 მოხსნა, 19 ქულა ქონდა ჯა მორანტის შემცვლელ ტაიუს ჯოუნსს, 17 – სათადარიგოთა სკამიდან შემოსულ კაილ ანდერსონს.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 3-1 გახდა “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ. მომდევნო მატჩი “მემფისის” FEDEX FORUM-ზე გაიმართება, ისევ ეჭვის ქვეშაა ჯა მორანტის დაბრუნება, მის გარეშე კი “გრიზლისი” ნახევარი გუნდია…