გრანიერის ნაცვლად რუსეთი მანგოშვილის მკვლელს ითხოვს

გრანიერის ნაცვლად რუსეთი მანგოშვილის მკვლელს ითხოვს

გრძელდება ბრიტნი გრანიერის გახმაურებული სასამართლო საქმე. ამერიკელი კალათბურთელი 17 თებერვალს შერემეტოვოს აეროპორტში იქნა დაკავებული ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.

ბრიტნის 10 წლიანი სასჯელი ემუქრება, თუმცა ამერიკული მხარე ყველანაირი ხერხით ცდილობს რუსეთს გაუცვალოს სხვა პატიმრებში გრანიერი და გაანთავისუფლოს WNBA-ს ვარსკვლავი.

null

ა.შ.შ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსულ მხარეს ასეთი შეთავაზება გაუგზავნა – ამერიკელები გაანთავისუფლებენ ვიქტორ ბუტს (იარაღის კონტრაბანდისტი), სანაცვლოდ კი რუსულმა მხარემ უნდა გაანთავისუფლოს გრანიერი და პოლ უილანი (ამერიკელი ყოფილი სამხედრო, ბრალდებულია შპიონაჟში).

პატიმართა ამ შესაძლო გაცვლას კრიტიკულად გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

“ბრიტნიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა ნარკოტიკების მოხმარება, თუმცა მან ეს გააკეთა, რაც მოგვიანებით აღიარა კიდეც სასამართლოზე. დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ძალდატანების გარეშე აღიარა მან ჩადენილი დანაშაული, რადგან ეს ძალიან გავს სიმართლეს.

ა.შ.შ-ს ადმინისტრაცია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და იძულებულია წამგებიან გაცვლაზე წავიდეს – გაანათვისუფლოს მსოფლიო ბოროტების სიმბოლოდ წოდებული ვიქტორ ბუტი და გადასცეს რუსეთს, მხოლოდ იმიტომ რომ ნარკოტიკების მოყვარული კალათბურთელი დავიბრუნოთ. ბუტმა თავისი იარაღის გაყიდვით არაერთი ამერიკელი მოკლა.”

null

CNN-ის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გრანიერის და უილანის სანაცვლოდ არამხოლოდ ვიქტორ ბუტის განთავისუფლება მოითხოვა – კონტრწინადადებაში ფიგურირებს ფ.ს.ბ-ს აგენტი ვადიკ კრასიკოვი (ბერლინში მოკლა საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი) და რომან სელეზნიოვი (რუსეთის დუმის წევრის – ვალერი სელეზნიოვის შვილი).

მოლაპარაკებები გრძელდება…