გურამ ქუთათელაძის მორიგი მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

22:53 / 2 ნოე 2022
გურამ ქუთათელაძის მორიგი მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

UFC-ს მსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. ქართველი ვიკინგი ბრაზილიაში იბრძოლებს და ადგილობრივ ტიაგო მოიზესს დაუპირისპირდება. ბრძოლა 21 იანვრისთვის იგეგმება.

მოიზესი 27 წლის გახლავთ და UFC-ში 2018 წლიდან ასპარეზობს. ბრაზილიელმა UFC-ში ჩატარებულ 9 ბრძოლაში 4-ჯერ წააგო. აღსანიშნავია, რომ იგი დამირ უსმაგულოვთანაც დამარცხდა, სწორედ იმ უსმაგულოვთან, რომელთანაც დათმო თავისი ბოლო ბრძოლა გურამმა. მოიზესს მარცხი აქვს განცილი ასევე აღნიშნული წონის მოქმედ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან და ტოპ კონტერდენთან, ბენილ დარიუშთან.