დავით ქირიას დასანანი მარცხი მაროკოელ მებრძოლთან [VIDEO]
![დავით ქირიას დასანანი მარცხი მაროკოელ მებრძოლთან [VIDEO]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2022/05/კირო.png)
34 წლის ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ, One Championship-ში კიდევ ერთი ბრძოლა გამართა. ქირია დაუმარცხებელ მაროკოელ მებრძოლს, მუჰამედ ბაუტასას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, 3 რაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში, ქირია დამარცხდა. მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ბაუტასას მიანიჭეს. მაროკოელი მებრძოლი ქირიასთან შედარებით მაღალი და გრძელი იყო, მან ეს ფიზიკური უპირატესობა კარგად გამოიყენა რათა დისტანცია შეენარჩუნებინა და ქირია ახლოს არ მოეშვა – ბრძოლაში გადამწყვეტი როლი სწორედ ამან იქონია.ქირიამ რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა მეტოქეს, თუმცა ნოკდაუნისთვის და შესაბამისად არც ნოკაუტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.