დინამოს ახალი თავი

20:36 / 19 ივნ 2022
დინამოს ახალი თავი

გიორგი ჭიაბრიშვილი, თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი. მან კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმეს უკვე შეუდგა. გუნდს ის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარუდგინა.

​გიორგი ჭიაბრიშვილი ბოლოს ლოკომოტივში იყო და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის საბურთალო და ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2018 და 2020 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი 20 ივნისს შედგება, როცა დინამო გაგრას უმსპინძლებს.

ჭიაბრიშვილს გიორგი დეკანოსიძე დაეხმარება.

შეიძლება იყოს 16 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება