დინამო კიევი VS ტოპ გუნდები – უკრაინისთვის!

კიევის დინამო ევროპის ტოპ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.
ეს, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდასაჭერი აქციაა და შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ხასიათის იქნება.
აპრილ-ივნისში დინამო ისეთ გუნდებს შეხვდება, როგორებიც: პსჟ, ბარსელონა, მილანი, აიაქსი, დორტმუნდი, ბენფიკა, სპორტინგი, ბაზელი, სტიაუა და ლეგია არიან.
„მატჩი მშვიდობისთვის“ – ეს ამხანაგური შეხვედრების სახელი იქნება…