დინამო 1:1 თელავის გაგრძელება – სადისციპლინო კომიტეტი ბაკურ ნინუას საკითხს განიხილავს

15:12 / 22 ნოე 2022
დინამო 1:1 თელავის გაგრძელება – სადისციპლინო კომიტეტი ბაკურ ნინუას საკითხს განიხილავს

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, დინამო თბილისმა თელავს უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო. კერძოდ ნიკა გაუქმებული გოლი და ბარნს ოსეიზე არდანიშნული პენალტი. ორივე ეპიზოდი VAR-ზე იქნა გადამოწმებული და ორივე მომენტში VAR-ზე პასუხისმგებელმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ გადაწყვეტილება თელავის სასარგებლოდ მიიღო.

ჩვენი ინფორმაციით, სფფ-ს სამსაჯო კომიტეტი ამ თემის განხილვას აპირებს და არის შანსი ბაკურ ნინუას ეროვნულ ლიგა 1-ში მსაჯობა 1 წლით აუკრძალონ. ვნახოთ, წესით ყველაფერი მალე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ეროვნულ ლიგაში 76 ქულით ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ დინამო ბათუმს 3 ქულით უსწრებს. დარჩენილ 2 ტურში დინამო ჯერ სამგურალს შეხვდება, ბოლო ტურში კი გაგრას.