დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან

დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან

NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება BARCLAYS CENTER-ში შედგა, სადაც “ბრუკლინმა” “დალასს” უმასპინძლა.

null

შეხვედრის სტარტი “ნეთსს” უკეთესი გამოუვიდა – პირველივე შეტევაში ბენ სიმონსმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, რასაც მასპინძლეთა გაქცევა მოყვა 9:2.

“მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – სტუმარი გუნდის კალათბურთელებმა დროულად გაისწორეს მიზანი და პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე . ‘დალასმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა ბალოკის და დინვიდის ზუსტი სამქულიანების შედეგად, პერიოდის მიწურულს კი 7 ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვა 30:23.

null

მეორე მეოთხედიდანდ თამაში “გაიხსნა” – ორივე გუნდი შეტევაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე დაცვაში. მასპინძელთა რიგებში დომინირებდა დურანტი-ირვინგის დუეტი, ხოლოს სტუმართა მხრიდან გაიბრწყინა ლუკა დონჩიჩმა.

თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე “დალასი” 2 ქულას იგებდა და ბურთს აკონტროლებდა. ბენ სიმონსმა ლუკა დონჩიჩს მოპარა ბურთი და სწრაფ კონტრშეტევაზე გააყოლა კევინ დურანტს, რომელმაც სლემ-დანქი შეასრულა და ანგარიშიც გაათანაბრა 112:112.

დარჩენილ მცირე დროში ლუკა დონჩიჩმა იდეალური პასი მიაწოდა ბალოკს, რომელმაც გადამწყვეტი სროლა ვერ გამოიყენა და შეხვედრაც ოვერტაიმში გადავიდა.

null

დამატებით დროში ლუკა დონჩიჩის ბენეფისი შედგა – სლოვენიელმა გამთამაშებელმა ორჯერ თვითონ ჩააგდო, ხოლო ზედიზედ 3 ეპიზოდში კი შედეგიანი პასები ჩამოურიგა კლებერს, ჰარდევეის და ბალოკს.

“დალასმა” ოვერტაიმი 17:13 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 129:125.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც სამმაგი დუბლი იყო – 41 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა. სლოვენიელი კალათბურთელი მეათე კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი 40+ ქულით შეასრულა.

“ბრუკლინის” რიგებში საუკეთესო მექულე კაირი ირვინგი იყო (39), “დურანტულამ” 37 ქულასთან ერთად 5 შედეგიანი პასიც გაშანსა, თუმცა მხოლოდ ამ დუეტის კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი მატჩის გადასარჩენად.

სეზონის სტარტზე “ბრუკლინმა” 5 მატჩიდან 4 წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის ფსკერზეა დალექილი, ხოლო “დალასმა” მოგება/წაგების ბალანსი გაათანაბრა (2-2) და დასავლეთში მეათე საფეხურს იკავებს.

ბრუკლინი – დალასი 125:129 OT (23:30, 36:31, 25:29, 28:22, 13:17)

ბრუკლინი: ირვინგი (39 + 7 მოხსნა + 4 დაფარება), დურანტი (37), ონილი (10 + 7 მოხსნა), სიმონსი (7 + 8 მოხსნა), კლექსტონი (7) – სასტარტო; დუკი (10), სამნერი (6), ვატანაბე (6), მილსი (3).

დალასი: დონჩიჩი (41 + 11 მოხსნა + 14 პასი), დინვიდი (11), ბალოკი (9), მაკგი (8), ფინი-სმიტი (6) – სტარტი; ჰარდუვეი (18), კლებერი (15), ვუდი (11), გრინი (10), კამპაცო (0).