დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა

დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა

ბოსტონ სელტიქსი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში ჯო მაზულას გაწვრთნილმა გუნდმა საკუთრ მოედანზე უმასპინძლა დალასს და მეტოქე 125-112 დაამარცხა.

null

შეხვედრის სტარტი ბოსტონს უკეთესი გამოუვიდა – 6 წუთის შემდეგ 17-14 იგებდა, როდესაც ჯეილენ ბრაუნმა “აიწყვიტა” და ზედიზედ 7 ქულა აიღო. სელტიქსი გაჩერებას არ აპირებდა – მეორე მეოთხედში საკუთარ თავზე ლიდერობა ამჯერად ჯეისონ ტეიტმმა აიღო, რომელმაც 16 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მასპინძლები უკვე 25 ქულიანი სხვაობით იგებდნენ მატჩს.

null

დალასი ესე მარტივად დანებებას არ აპირებდა. ამ მომენტისთვის ლიგის საუკეთესო კალათბურთელმა – ლუკა დონჩიჩმა მარტომ გადაწყვიტა სელტიქსის დამარცხება და ეს კინაღამ შეძლო. სლოვენიელმა გამთამაშებელმა 40 წუთში 42 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი გაშანსა, მისმა დალასმა კი ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სხვაობა 10 ქულამდე შეამცირა.

მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ – ტეიტუმი/ბრაუნის ტანდემმა მალევე აღადგინა სოლიდური ჰანდიკაპი და ბოსტონმა მიმდინარე სეზონში მე-14 მატჩი მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა. ბოსტონის ფორვარდმა 37 წუთში 37 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 31 ქულა ქონდა ჯეილენ ბრაუნს.

ჯეისონ ტეიტუმი ლიგის მთავარი სახეა. იგი საოცრად თამაშობს და MVP-ის ერთერთი კანდიდატია. ასეთი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა” – განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ლუკა დონჩიჩმა.