დღე მეოთხე: ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს შეერკინა [ვიდეო]
![დღე მეოთხე: ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/333310702_1270858623558718_1161203450841094353_n-768x614.png)
ჰარუ ბაშოს მე-4 დღეს, ჯურიოს დასკვნით ორთაბძოლაში, ტოჩინოშინი ტოჰაკურიუს შეერკინა. ეს რიკიშებს შორის პირველი დაპირისპირებაა. რადგან ტოჰაკურიუ მაკუუჩი დივიოზნში ჯერაც არ ყოფილა. სამწუხაროდ, ლევანს პირველ სამ დღეში სამივე წაგებული ჰქონდა, იაპონელს კი – 2 მოგება და 1 მარცხი.
ლევანმა დადებითი ბალანსის გრაფაში პირველი თეთრი ბურთულა ჩაიწერა! მეტოქე მოძრაობაზე დაიჭირა და ჰატაკიკომის კიმარიტეთი დოჰიოს დაანრცხა.
ბალანსი: 1:3