დღე მერვე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

დღე მერვე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა.

ორივე რიკიშის იოცუ-ძუმო (მავაშიში ჭიდილი) უყვარს და საინტერესო ორთაბრძოლას ველოდით. აქამდე, სუმოტორები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც უპირატესობას იაპონელი ფლობდა; 5:2.

სამწუხაროდ, ტენდენცია გაგრძელდა. რიუდენმა მავაში აიღო, ქართველს მარცხენა ხელი დაუბლოკა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

ლევანის ბალანსი: 3:5

ხვალ ნიშიკიგია. ურთიერთშეხვედრებში, ჩვენებური 6:4-ს უგებს…