დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]
![დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/333101124_172008118955132_6065963651977047100_n-768x614.png)
ჯურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი, ტოჩინოშინი, ერთი ბრძოლით, მაკუუჩის დაუბრუნდა, რადგან უმაღლეს დივიზიონში, ყველა ორთაბრძოლის ჩასატარებლად, საკმარისი რიკიში არ არის.
ქართველის მეტოქე ამჯერად ჩიოშომა იყო, რომელთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრებში მინიმალური ჩამორჩენა ჰქონდა – 4:5.
სამწუხაროდ, ეს დღე ლევანის არ იყო. მოგეხსენებათ, ჩვენებურს მხარი აწუხებს და ტრავმის პირობებში ჭიდაობს.
ბალანსი: 0:3
ხვალ ტოჰაკურიუა. ტოჩინოშინი მას აქამდე არასდროს შეხვედრია