დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა

ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა. ლევან გორგაძე მოწინააღმდეგესთან ფავორიტად არ მიიჩნეოდა, რადგან ურთიერთშეხვედრებში ხომ აგებდა (16:12), მიმდინარე ბაშოზეც მეტოქე უკეთესი იყო – მიოგირიუ (4:2); ტოჩინოშინი (2:4).

 

საბედნიეროდ, დოჰიოზე ციფრები არ მოქმედებს და რიკიშები შეტაკებას თანაბარ მდგომარეობაში იწყებენ. ლევანს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) ნორმალური გამოუვიდა, ოცუკეთი მოწინააღმდეგეს მარჯვენა ხელი დაუბლოკა, თავად ორივე ხელით მავაში აიღო და იორიტაოშის კიმარიტეთი (ილეთით) გაიმარჯვა…

 

ხვალ ტერუცუიოშია…

 

მიმდინარე ბალანსი: 3 მოგება და 4 მარცხი…