დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ასანოიამას შეერკინა [ვიდეო]
![დღე მეხუთე: ტოჩინოშინი ასანოიამას შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/333286268_1375231219892555_5532430747243567972_n-768x614.png)
ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს, ჯურიოს პირველ-მეორე ნომრები, ასანოიამა და ტოჩინოშინი შეერკინენ. პირველი 3 მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინმა გუშინ გამარჯვებით გაგვახარა, რაც შეეხება ასანოიამას, მან მხოლოდ 1-ხელ წააგო, ისიც იჩინოჯოსთან…
სამწუხაროდ, დღევანდელი ორთაბრძოლა იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. კიმარიტე – იორიკირი. ასანოიამამ ლევანთან ურთიერთშეხვედრებშიც დიდი უპირატესობა მოიპოვა – 6:2. ის მარცხიც გვახსოვს, იუშოსთვის (იმპერატორის თასი) რომ ვიბრძოდით და მსაჯებმა გამარჯვება ასანოიამას უსამართლოდ ჩაუთვალეს…
ლევანის ბალანსი: 1:4