დღე პირველი: ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა [ვიდეო]
![დღე პირველი: ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/332975308_156304293983941_8775737709609961712_n-768x614.png)
ჰარუ ბაშოს პირველ დღეს, ჯურიოს დივიზიონში, ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა. ეს ისეთი აფიშაა, აუცილებლად მაკუუჩიში უნდა იმართებოდეს, ბოლოს და ბოლოს ორივე იმპერატორის თასის მფლობელია, მაგრამ ტრავმებმა ეს მოიტანა. წინა ბაშოზე, ლევანმა მხარი დაიზიანა, ბოლომდე ვერ მოიშუშა, თუმცა დოჰიოზე მაინც დგას.
სამწუხაროდ, პირველი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა. მონღოლმა ორთაბრძოლა სრულად გააკონტროლა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა.
ლევანი ჯურიოში მე-2 ნომერია, მისი დაბრუნება მაკუუჩის რიკიშების შედეგზეცაა დამოკიდებული, თუმცა 10 მოგება უნდა ეყოს…