ემა რადუკანუმ სერენა უილიამსი გაანადგურა

ემა რადუკანუმ სერენა უილიამსი გაანადგურა

წარუმატებელი გამოდგა ცინცინატის მასტერსი სერენა უილიამსისთვის. დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა პირველივე წრეში წააგო ემა რადუკანუსთან 4:6 0:6 და ასპარეზობას გამოეთიშა.

საწყის სეტში სერენა მეტნაკლებად წინააღმდეგობას უწევდა ახალგაზრდა მეტოქეს და 4 გეიმის მოგებაც შეძლო, თუმცა მეორე პარტიაში 40 წლის ამერიკელს უკვე აღარაფერი გამოსდიოდა. ბრიტანელმა ატჩი 6:4 6:0 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზურიც იოლად გაიფორმა(მეორე რაუნდშ შეხვდება ვიქტორია აზარენკას).

null

მთელი შეხვედრის განმავლობაში 19 წლის ემამ ერთადერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა და 14 ვინერსი მოიპოვა, უილიამსმა 19 უხეში შეცდომის ფონზე ამდენივე ვინერსი გაშანსა.

სერენამ კარიერაში მეათედ წააგო სეტი მშრალი ანგარიშით (უილიამსი პროფესიონალებში თამაშობს 1995 წლიდან). ბოლოს უილიამსმა ასეთი სამარცხვინო ანგარიშით 2018 წელს წააგო ნაომი ოსაკასთან 1:6 0:6.

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა ამერიკის ღია პირველობაზეც ითამაშებს და ამით დაასრულებს თავის პროფესიონალურ კარიერას.