ერლინგ ჰოლანდი: გვარდიოლა ცოტა გიჟია

12:52 / 24 ივლ 2022
ერლინგ ჰოლანდი: გვარდიოლა ცოტა გიჟია

მანჩესტერ სიტის ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა, VG-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა პეპ გვარდიოლაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ესპანელი ცოტა გიჟია.

“გვარდიოლა ცოტა გიჟია და ეს მომწონს. კლუბში მხოლოდ ერთი კვირაა რაც ვართ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ, რაც წინ მელოდება.” – განაცხადა ჰოლანდმა.

ნორვეგიელი ფორვარდი სიტიმ რამდენიმე კვირის წინ დორტმუნდის ბორუსიადან დაიმატა. ბოლო სეზონში ჰოლანდმა გერმანელების მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

მანჩესტერ სიტიმ წინა სეზონში პრემიერლიგა მოიგო. მოახლოებული სეზონის პირველ ტურში გვარდიოლას გუნდი ვესტ ჰემს შეხვდება.